მიწოდების და უკან დაბრუნების პირობა

1.    მიწოდების პირობა (ფოტო ნამუშევრის შეძენის შემთხვევაში)
1.1.    bookography.ge- ონლაინ მაღაზიაში შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი მიიღებს მისთვის სასურველ მისამართზე ბუქოგრაფის კურიერის ან ქვეკონტრაქტორი საფოსტო ორგანიზაციის მეშვეობით.
1.2.    მომხამრებელის მიწოდების სერვისი; შეკვეთის ღირებულებას დაემატება მიწოდების სერვისის ღირებულება 5 ლარი.
1.3.    bookography.ge - ონლაინ მაღაზიაში სამუშაო დღის 16:00სთ-მდე გაკეთებულ შეკვეთას თბილისსა და მის შემოგარენში მომხმარებლებს მივაწვდით მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო 16:00სთ- შემდგომ ან არასამუშაო დღეს გაკეთებულ შეკვეთებს - არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში
1.4.    რეგიონებში მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღის ვადაში.

2.    ნივთის(ნამუშევრის) უკან დაბრუნების პოლიტიკა
2.1.    მომხმარებელი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს ბუქოგრაფზე შეძენილი ნივთი თუ სახეზეა ამ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო სანაცვლოდ საკუთარი არჩევანით ან დაიბრუნოს უკან ასეთ ნივთში გადახდილი თანხა ან მის სანაცვლოდ მიიღოს ახალი პროდუქტი.
2.2.    თუ შეძენილი პროდუქტის მოწოდება მოხდა ვებ-გვერდზე მითითებული მიწოდების ვადის დარღვევით, მომხმარებელი უფლებამოსილი უარი თქვას მის მიღებაზე და აღნიშნული დააფიქსიროს კურიერთან.
2.3.    სხვა შემთხვევაში პროდუქციის მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებლებს უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისი უკან დაბრუნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:
2.3.1.    პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;
2.3.2.    პროდუქტი მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
2.3.3.    პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.4.    პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, წინდებული პროდუქტის ნაცვლად მოგაწვდით ახალ პროდუქტს, ან დავაბრუნებთ ასეთ პროდუქტში გადახდილ თანხის ოდენობას, დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;
2.5.    ბუქოგრაფი უფლებას იტოვებს უარი თქვას პროდუქტში გადახდილ თანხის უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ:
2.5.1.    უკან დაბრუნების მოთხოვნა დაყენებულია პროდუქტის მიღებიდან 2 დღის შემდგომ;
2.5.2.    გამოყენებულია პროდუქტის მოცულობის ნახევარზე მეტი;
2.5.3.    იკვეთება მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.
2.6.    უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტის მეშვეობით booko.photography@gmail.com-ზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბრუნებელი პროდუქტის:
2.6.1.    შეკვეთის ნომერს;
2.6.2.    შეკვეთის თარიღს;
2.6.3.    შეკვეთის მიღების თარიღს;
2.6.4.    დაბრუნების მიზეზს.
2.7.    ჩვენი მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დასაბრუნებელი პროდუქტის სურათის ელექტრონულად გამოგზავნა

მიწოდების და უკან დაბრუნების პირობა

1.    თანხის უკან დაბრუნება (ფოტო/ვიდეო გადაღების  შემთხვევაში)
1.1.    bookography.ge - ის საიტზე შეძენილი ფოტოგრაფის მომსახურების თანხის უკან დაბრუნება, შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგრაფმა შეთანხმებულ დროს არ გაწია შესაბამისი სამუშაო ან არ წარადგინა ნამუშევრები.